Back to Home

წესები და პირობები

შპს „სმარტელ.ჯი"-ს ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შპს „სმარტელ.ჯი"-ს ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში, „წესები და პირობები"). მათზე დათანხმებით, თქვენზე გავრცელდება აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გსურთ, რომ თქვენზე გავრცელდეს, არ დააჭიროთ დათანხმების ღილაკს და არ გამოიყენოთ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული ჩვენი სერვისები.

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თუ თავად ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

Smart Choice ან კომპანია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, შპს „სმარტელ.ჯი" (ს/ნ 405771277)

ვებ-გვერდი: კომპანიის ვებ-გვერდი www.tonus.ge

  • მომსახურების მიმწოდებელი: შპს სმარტელ.ჯი (ს.კ. 405771277)
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ. 0322195119 მეილი qeti@tonus.ge
  • სამუშაო საათები: ყოველდღე 08:00-02:00 მდე
  • მიწოდების პირობები: განისაზღვრება სიტზე მითითებული სტანდარტული პაკეტების შესაბამისად, ასევე მიმდინარე საქციო პროდუქტებიდან გამომდინარე

კლუბის წესები

მოგესალმებით! შპს სმარტელ.ჯი (ს.კ. 405771277) კლუბის წევრად მიღების შესახებ განაცხადის ხელმოწერამდე, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ წესებს:

1. შესავალი

ამ კონტრაქტის ხელმოწერით, კლუბის წევრი თანხმობას აცხადებს დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობები.

2. წევრის ჯანმრთელობის გარანტია

კლუბის წევრი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ ის არ არის შეზღუდული შესაძლებლობების, არ არის ავად და იმ მდგომარეობაში, რომელიც მას ხელს შეუშლის ვარჯიშების შესრულებაში და რომ ასეთი მოქმედება არ მიაყენებს ზიანს და არ მოახდენს უარყოფით ზემოქმედებას მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე.

კლუბის წევრისთვის ცნობილია და ის თანახმაა, რომ:

  • 2.1. კლუბის წევრის მიღებისას, შპს სმარტელ.ჯი-ს დაეყრდნობა წევრის ზემოთ აღნიშნულ განცხადებას და გარანტიას და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის ფიზიკური ფორმის შეფასება, ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის.
  • 2.2. თუ შპს სმარტელ.ჯი ჩაატარებს რაიმე სახის შეფასებას ან სხვა მსგავს ტესტირებას, ეს განხორციელებულ იქნება მხოლოდ მონაცემების შედარებისთვის, რათა კლუბის წევრმა შეძლოს თვალი მიადევნოს საკუთარ წინსვლას და არა დიაგნოსტირების მიზნებისთვის.
  • 2.3. შპს სმარტელ.ჯი-ს არ შეიძლება წაეყენოს რაიმე მოთხოვნები, საჩივარი ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, ფიზიკური ფორმის შეფასების ან ანალოგიური ტესტირების შედეგების ან მათი ინტერპრეტაციის გამო.
  • 2.4. შპს სმარტელ.ჯი არ აგებს პასუხს რაიმე ზიანის გამო, რომელიც განპირობებულია კლუბის წევრის რაიმე სახის ავადმყოფობით ან მდგომარეობით, რომელზეც ვარჯიშებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე, თუ ის შეასრულებს ასეთ სავარჯიშოებს ან მონაწილეობას მიიღებს მათში.
მნიშვნელოვანი: თითოეულმა კლუბის წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, ვარჯიშის დაწყებამდე ან მათ გაგრძელებამდე, თუ არსებობს ამის სამედიცინო ჩვენებები.

2.5. შპს სმარტელ.ჯი პასუხს არ აგებს წევრის მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია სპორტული კვების ან საკვები დანამატების გამოყენებით. წევრი კისრულობს ვალდებულებას გაიაროს კონსულტაციები ექიმთან საკვები დანამატების გამოყენებამდე.

3. კლუბის წევრების დაშვება

კლუბის წევრებზე გაიცემა დაშვებისათვის ბარათი ან დამატებით QR კოდი, რომლებიც საშუალებას მისცემს წევრებს შევიდნენ შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) ტერიტორიაზე და ისარგებლონ აღჭურვილობით.

კლუბის წევრი თანახმაა, არ მისცეს სხვა პირებს შენობებში თავისი ბარათის ან QR კოდის მეშვეობით შესვლის ნება და არ დაუშვას, რომ მასთან ერთად სხვა პირი შევიდეს შენობაში.

გაფრთხილება: თუ კლუბის წევრი დაარღვევს წევრების დაშვების რაიმე პირობებს, მას შეიძლება გაუუქმდეს წევრობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ.

ბარათის შეცვლის ღირებულება განისაზღვრება მიმდინარე ფიქსირებული ტარიფის შესაბამისად. შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) კლუბის წევრად გახდომისას პირს შეიძლება გადაუღონ ფოტო, რომელიც უსაფრთხოების მიზნებისთვის და მონიტორინგისთვის გამოიყენება.

4. აღჭურვილობის გამოყენება

ჩვენ ვთხოვთ კლუბის წევრებს ვარჯიშის დასრულების შემდეგ ადგილზე დააბრუნონ გირები და სხვა ნებისმიერი სავარჯიშო აღჭურვილობა (ფილები, ხარიხები, ჰანტელები, და ა შ.).

5. აბონიმენტის ნაწილ-ნაწილ გადახდა

  • 5.1. ნაწილ-ნაწილ გადახდა შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ 12 (თორმეტი) თვიან აბონიმენტზე.
  • 5.2. მისი ფასი განისაზღვრება შპს სმარტელ.ჯი-ს მიერ და შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს.
  • 5.3. კლუბის წევრის მიერ უკვე შესყიდული აბონიმენტის ფასის ცვლილება შეუძლებელია.
  • 5.4. მთლიანი აბონიმენტის ფასი იყოფა 5 ტოლ ნაწილად, მიღებული თანხით ხდება მისი დაფარვა ყიდვიდან შემდეგი 5 თვის განმავლობაში.
  • 5.5. აბონიმენტის თანხა უნდა დაიფაროს აბონიმენტის ყიდვიდან შემდეგი 5 თვის განმავლობაში არაუგვიანეს ყოველი თვის იმ დღისა, როდესაც მოხდა მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების დადასტურება ონლაინ საშუალებით თუ ხელშეკრულებაზე უშუალოდ ხელმოწერით.
  • 5.6. ხუთ კალენდარულ დღეზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში კონტრაქტი გაუქმდება და გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება.
  • 5.7. აღნიშნული აბონიმენტის დაპაუზება ან გაუქმება არ ხდება.

6. კარადები

კარადები ხელმისაწვდომია და განთავსებულია გასახდელებში. წევრი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს წევრის პირად ნივთებს.

მნიშვნელოვანი: შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) თანამშრომლები და კონტრაქტორები პასუხს არ აგებენ პირადი ნივთების დაკარგვისთვის. კარადები არ წარმოადგენს მოწყობილობებს უსაფრთხოდ შენახვისთვის.

შესაბამისად, წევრი ვალდებულია კლუბის მომსახურებით სარგებლობისას თან იქონიოს ყველა ფასეული ნივთი. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს სმარტელ.ჯი (ს.კ. 405771277) პასუხს არ აგებს ასეთი ნივთების დაკარგვაზე ან/და დაზიანებაზე.

7. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა

7.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით წევრი თანხმობას აცხადებს, რომ შპს სმარტელ.ჯი (ს.კ. 405771277) მისი პირადი მონაცემები, კერძოდ სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და აღნიშნულ მონაცემებზე გაუგზავნოს და მიაწოდოს ინფორმაცია შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) არსებული, დაგეგმილი ან/და სამომავლო შეთავაზებების, რეკლამების, ფასდაკლებების, აქციებისა და ღონისძიებების შესახებ. ასევე საინფორმაციო შინაარსის შეტყობინების გაგზავნის მიზნით.

7.2. წევრისთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს და უკან გამოითხოვოს წინამდებარე დოკუმენტით გაცხადებული თანხმობა მისი პირადი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებასთან დაკავშირებით და აღნიშნული უარი შეუძლია განაცხადოს წერილობითი ფორმით, შპს სმარტელ.ჯი-სთვის (ს.კ. 405771277) აღნიშნულის შესახებ იმავე კომუნიკაციის საშუალებით, რასაც შუალებითაც იღებს ინფორმაციას.

8. წევრთა უფლებები

შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) კლუბის წევრობა წევრს უფლებას აძლევს ივარჯიშოს შეძენილი აბონიმენტით განსაზღვრული ვადით და პირობით.

9. წევრის ვალდებულებები

შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) კლუბის წევრს მოეთხოვება:

  • 9.1. დაიცვას კლუბის ყველა წესი და წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
  • 9.2. გადაიხადოს ყველა შეთანხმებული საფასური;
  • 9.3. წინასწარ აცნობოს შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) თუ არსებობს რაიმე სახის დაავადება ან რისკი, კლუბის წევრის ჯანმრთელობისთვის.

10. აკრძალული მოქმედებები

შენობაში აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების (მათ შორის სტეროიდების) მოხმარება, დაუშვებელია რაიმე სახის იარაღის შეტანა.

მნიშვნელოვანი: კლუბის წევრი თანახმაა არ განახორციელოს რაიმე მოქმედებები შპს სმარტელ.ჯი-ს (ს.კ. 405771277) შენობაში, ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების დროს, რომლებსაც შეუძლია დააქვეითოს მისი უნარი, მართოს აღჭურვილობა.

11. შეწყვეტა

კლუბის წევრობა შეიძლება შეწყდეს ვადამდე, წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო. შპს სმარტელ.ჯი (ს.კ. 405771277) უფლებას იტოვებს შეწყვიტოს წევრის კონტრაქტი, შემდეგი პირობების შესაბამისად:

  • 11.1. წევრის შეუსაბამობა წესებში ან/და ხელშეკრულებაში მითითებულ რომელიმე კრიტერიუმთან;
  • 11.2. კლუბის წევრის ან მისი თანამშრომლების (ან კონტრაქტორების) საჩივრის საფუძველზე.

12. აბონიმენტის საფასურის დაბრუნება და დაპაუზება

კლუბის წევრის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე დაბრუნდეს მხოლოდ ფასდაუკლებელი ტარიფით შეძენილი აბონიმენტის საფასური.

მნიშვნელოვანი: არ რა შემთხვევაშიც გადახდილ თანხას აკლდება ყველა დაფიქსირებული ვიზიტი, თითოეული 25 ლარის ოდენობით (ეს საფასური შესაძლოა შეიცვალოს მიმდინარე ფიქსირებული ტარიფის შესაბამისად).

დაბრუნება ხდება მოთხოვნიდან და საბანკო ანგარიშის წარდგენიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.

აბონიმენტის ვადის დაპაუზება კი ხდება მხოლოდ კვალიფიციური დაწესებულების ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, დოკუმენტში მითითებული საავადმყოფოს ფურცელზე ყოფნის დღეების შესაბამისად, რის საფუძველზე დაუშვებელი იყო ფიზიკური დატვირთვა.

13. პასუხისმგებლობა

შპს სმარტელ.ჯი (ს.კ. 405771277) არ აგებს პასუხს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე.

14. ეგზემპლარები

კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორ ან მეტ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული ორიგინალად უნდა ჩაითვალოს, ყველა ეგზემპლარი, ერთად, წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას.

15. მარეგულირებელი კანონმდებლობა

ხელშეკრულება და ყველა მითითებული დოკუმენტები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ვადასტურებ, რომ წავიკითხე კონტრაქტი, ჩემთვის გასაგებია ყველა პირობა და ვეთანხმები მათ. ასევე, ვადასტურებ, რომ გადმომეცა წევრის კონტრაქტის სრულად გაფორმებული ეგზემპლარი.

Questions or Concerns?

Address: Tbilisi, Giorgi Brtskinvale st. №8

Phone: 032 2 19 51 19

Email: qeti@tonus.ge

Last Updated: July 2025